ქობულეთში ინკასაციის მანქანის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ინკასატორს თავს დაესხნენ და დაახლოებით 75 ათასი ლარის თანხა წაართვეს, კომპანია „დაირექტთ დებიტ ჯორჯია“ (DDG) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ძარცვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროვებს.
„მოხდა თავდასხმა კომპანია DDG-ს კუთვნილ მანქანაზე. თავდახსმის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალებისთვს გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“, - ნათქვამია DDG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაპირველი ინფორმაციით, დააყაჩაღეს საქართველოს ბანკის საინკასაციო მანქანა, თუმცა, საფინანსო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მანქანა მათ არ ეკუთვნოდათ.
ვის ეკუთვნის გატაცებული ფული, ჯერ ისევ უცნობი რჩება.
ცნობისთვის, როგორ კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ წარმოადგენს სს „ბიჯეო ჯგუფი“–ში შემავალ „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ შვილობილ კომპანიას, რომელიც 2006 წელს დაარსდა მთელი საქართველოს მასშტაბით, საგადახდო ინდუსტრიაში ოპერირებს.
„დაირექტ დებიტ ჯორჯია“ უზრუნველყოფს თვითმოსახურების ტერმინალების განსათავსებლად ლოკაციების მოძიებას, მათ ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართვას, ასევე ტერმინალებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების აკუმულირებას.
2016 წელს „იუსტიციის სახლის“ მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, თვითმომსახურების ტერმინალების განთავსებას გულისხმობდა, გამარჯვებული კომპანიის სტატუსით შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ სარგებლობს. ასევე, მხარდაჭერას უწევს „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალთა ქსელს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას