მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხდება თუ არა კომუნალური გადასახადების გადავადება?-ნათია თურნავას განცხადება

5e720a1c8419a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 15:56
2611
კომუნალური გადასახადი გადავადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანიების მიერ კომუნალური გადასახადების გადავადებას შეეხებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ენერგომატარებელი კომპანიები კერძო სექტორს წარმოადგნენ და მათ როგორც ყველა სხვა კომპანიას შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რთული პერიოდი აქვთ.

„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები იქნება ეს თელასი, ენერგო-პრო თუ თბილისი ენერჯი - ეს არის კერძო კომპანიები და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება ან არ უნდა იქნეს გადახდილი, საკითხი არ დგას“, - განმარტა მინისტრმა.