14.სექტემბერი.2018 11:00
საზოგადოება

"მოხელის ინსტიტუტთან დაკავშირებით იმ ეტაპზე სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ"

"მოხელის ინსტიტუტთან დაკავშირებით იმ ეტაპზე სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ"
სასამართლოს რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში უნდა გაჩენილიყო მოხელის ცნება, რომელიც ასისტენტ მოსამართლის ფუნქციით დაიტვირთებოდა და მარტივი კატეგორიის საკითხების გადაწყვეტა შეეძლებოდა, თუმცა როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ bm.ge -ს განუცხადა, „მეოთხე ტალღა“ დღეისათვის მოხელის ცნების შემოღებას აღარ ითვალისწინებს.

„მოხელის ინსტიტუტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგალითად ხომ არ გამოიწვევდა ეს სასამართლოს უფლების შეზღუდვას, ამიტომ დროებით უარი ვთქვით ამ ინიციატივაზე.“

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მოხელის ინსტიტუტთან დაკავშირებით გულისხმობდა ეგრეთწოდებული დამატებითი „ფილტრის“ სახით საწყის ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებული დავები განეხილა მოხელეს , როგორიც დღევანდელი მდგომარეობით არის მაგალითად მაგისტრი. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არსებით გარემოებებზე დავა მხარეებს შორის არ მიმდინარეობს და სადავო არის მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა , შესაბამისად უფრო ტექნიკური საკითხია და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამას მოხელე გაუმკლავდებოდა.“ - ამბობს მიქაუტაძე. რაც შეეხება მეოთხე ტალღის ფარგლებში განსახორციელებელ სხვა ცვლილებებს, უკვე დასრულებულია მუშაობა დისციპლინური სამართალწამროების შესახებ კანონმდებლობის დახვეწაზე და მის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს. ცვლილებები შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლასაც, სადაც სხვა ცვლილებებთან ერთად კომერციული პალატების საკითხიც დადგება დღის წესრიგში, რადგან სწორედ სკოლას მოუწევს პალატებისთვის სამოსამართლეო კადრების გადამზადება.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

23.ივლისი.2019 17:00
54

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:31
176

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - რივალდო ქუთაისშია

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:46
101

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 12:10
616

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:20
186

„მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ“

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:00
212

მერია: რეაბილიტირებულ პარკებში კომერციული ფართები გათვალისწინებული იქნება

ვრცლად