მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca ევროკავშირისთვის ვაქცინის გეგმის მიხედვით მიწოდებას ვერ ახერხებს

603c94a7a1581
თათია კაკიაშვილი
01.03.21 11:36
877

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ევროკავშირს წლის პირველ კვარტალში COVID-19-ის ვაქცინის დაგეგმილზე ბევრად ნაკლებ რაოდენობას მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა პასკალ სორიოტმა ევროპელი დეპუტატების წინაშე განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია პრეპარატის დეფიციტს განიცდის და მიწოდების ჯაჭვის საკითხში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს.

ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ამ დროისთვის ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის, დაახლოებით, 8% აცრილია.

არსებული ინფორმაციით, AstraZeneca შეეცდება, მარტის ბოლოს ევროკავშირს 40 მილიონი დოზა ვაქცინა ჩააბაროს, რაც თავდაპირველი დაპირების - 90 მილიონის ნახევარზე ნაკლებია. თავად ევროკავშირი კი, კომპანიას მეტი პრეპარატის მოწოდებისკენ ინტენსიურად მოუწოდებს.

”ჩვენ 24/7 საათზე ვმუშაობთ მიწოდების გაუმჯობესების მიზნით და, იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ და ევროკავშირის მოლოდინებს გავამართლებთ”, - აცხადებენ AstraZeneca-ში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გეგმავს წარმოების ზრდას ევროკავშირის გარეთ არსებული ქარხნების გამოყენებით, რომლებსაც ამ დრომდე წარმოების პრობლემა არ ჰქონიათ, მათ შორის  - შეერთებულ შტატებში.