22.სექტემბერი .2020 10:00

MRKT-ის შეთავაზება ადგილობრივ მწრმოებლებს - 100-დღიანი სპეციალური პირობები

views 608
უკან

ამერიკული კომპანია MRKT-ის ყიდვა-გაყიდვის აპლიკაცია, რომელიც ქართულ ბაზარზე სატესტო რეჟიმში სულ ერთი თვეა რაც ჩაეშვა, ადგილობრივ წარმოებებსა და ინდივიდუალურ “სელერებს” 22 სექტემბრიდან 100 დღის განმავლობაში განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს.



MRKT-ის შვილობილი, ქართული კომპანიის მიერ ინიცირებული 100-დღიანი აქცია, მიზნად ადგილობრივი წარმოებებისა და გაყიდვების მხარდაჭერას ისახავს.

„პანდემიის პერიოდში ძალიან გააქტიურდა ელექტრონული კომერცია და ეს მეწარმეებისთვის და ინდივიდუალური “სელერებისთვის” დამატებითი შემოსავლების წყარო გახდა. MRKT-ის მომხმარებლები არიან როგორც მწარმოებელი კომპანიები და ბრენდები, ასევე ინდივიდუალური “სელერები”, ხელოვანები, კერამიკულ თუ სხვა ნაკეთობათა მწარმოებლები და ა.შ. იმისთვის რომ ამ ადამიანებისთვის დამატებითმა შემოსავალმა რეალურად შექმნას სურათი და გააუმჯობესოს მათი ფინანსური მდგომარეობა, ასევე იმისათვის, რომ წავახალისოთ ისინი, აწარმოონ კიდევ უფრო მეტი პროდუქტი და ხელი შევუწყოთ ექსპორტს, გადავწყვიტეთ, რომ 22 სექტემბრიდან 100 დღის განმავლობაში, საქართველოში mrkt-ის აპლიკაციის ლოკალური მომხმარებლისთვის საკომისიო 0%-მდე დავიყვანოთ, მაშინ როდესაც აპლიკაციაში სტანდარტულად საკომისიო 20%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში MRKT-ს ქართველ მომხმარებელს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ, ხოლო საქართველოს გარეთ 3 კგ-მდე ამანათების ტრანსპორტირება უფასო იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია საქართველოში ამოქმედების დღიდან, ბაზარზე მოქმედ საფოსტო მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობს.



ცნობისთვის, MRKT-ი სოციალური ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს პირადი გვერდის საშუალებით ნებისმიერი სახის პროდუქტის განთავსების შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმა დღევანდელ ტექნოლოგიებზე და ბაზრის მოთხოვნებზეა მორგებული.

„კომპანიები და ინდივიდუალური “სელერები” პლატფორმაზე ანთავსებენ კონტექსტუალურ ფოტოებს. MRKT-ი უფრო აღმოჩენებისთვის განკუთვნილი სივრცეა, ვიდრე ძიებისთვის, რაც პროცესს უფრო საინტერესოს და მოქნილს ხდის“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა