მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსგავს კონკურსებში მონაწილეობა ზრდის ინვესტორების ნდობას" – WB-ის და EU-ს პროექტი საქართველოში

5fa640306d402
თათია ჩაფიჩაძე
07.11.20 12:28
694
ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭირვალობის შესახებ ჩატარებული კონკურსები ხელს უწყობს ანგარიშგების პოპულარიზაციას, მისი მნიშვნელობის გააზრებას და რაც მთავარია ინვესტორის ნდობის ამაღლებას, - საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი, რომელიც ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ეძღვნება, კომპანიების სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად გაფართოებულ ყოველწლიური კონკურსი 16 დეკემბერს გაიმართება.

წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის ღია იქნება, რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

„ჩვენი სამსახური აქტიურად ადევნებს თვალს ამ პროცესს, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს ეხმარება ანგარიშგების პოლურალიზაციას და მისი მნიშვნელობის გააზრებას. მსავსი ტიპის კონკურების ორგანიზება და მასში მონაწილეობის მიღება ზრდის ინვესტორების ნდობას და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ამ კომპანიებს ბიზნესის განვითარებისთვის.

წელს რამდენადაც ვიცი ბირჟაზე მოვაჭრე ყველა კომპანია იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ სურვილი გამოთქვან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ხუთმა კომპანიამ დაარეგისტრირა თავისი მოთხოვნა ნებაყოფლობით, სულ როგორც ვიცი 20 ადგილია და მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც იჩქარონ, ვინაიდან ეს ძალიან კარგი საშუალება საკუთარი ბიზნესის წარმოსაჩენად, ის თუ რამდენად ხარისხიანი ანგარიშგება გაქვთ და რამდენად ზრუნავთ ინვესტორების და საზოგადოების ინტერესებზე, ხელს შეუწყობს თქვენს სამომავლო განვითარებას.“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მჭედლიძემ.