მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობა -24%; ტურიზმი -40%; საფინანსო სექტორი -15% - რა სექტორებშია კლება?

5f6472dee4b2a
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.20 19:10
1456
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12.3%-ით არის შემცირებული. საქსტატის ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკი ეკონომიკის დარგების უმეტესობის ბრუნვის შემცირებაში აისახა, მათი ნაწილი კი წლიურად 20%-ზე მეტადაც შემცირდა. ასეთ სექტორებს შორის არიან ტურიზმისა და მშენებლობის დარგები. 

უფრო დეტალურად შემცირება შემდეგ სფეროებს შეეხო:

  • დამამუშავებელი მრეწველობა - სექტორის ზომა 985.4 მილიონი ლარი, კლება -12.1%;
  • ენერგეტიკა - სექტორის ზომა 236 მილიონი ლარი, კლება -3.8%;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - სექტორის ზომა 69 მილიონი ლარი, კლება -13.8%;
  • მშენებლობა - სექტორის ზომა 680 მილიონი ლარი, კლება - 24.5%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - სექტორის ზომა 1.46 მილიარდი ლარი, კლება - 13.2%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - სექტორის ზომა 609 მილიონი ლარი, კლება -22.6%;
  • ტურიზმი - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - სექტორის ზომა 278 მილიონი ლარი, კლება -40%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - სექტორის ზომა 266 მილიონი ლარი, კლება -14.7%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - სექტორის ზომა 510 მილიონი ლარი, კლება -15.5%;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - სექტორის ზომა 1.26 მილიარდი ლარი, კლება -1%;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - სექტორის ზომა 237 მილიონი ლარი, კლება - 28.8%;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - სექტორის ზომა 239 მილიონი ლარი, კლება -24.1%;
  • სხვა სახის მომსახურება - სექტორის ზომა 69 მილიონი ლარი, კლება - 32.8%. 

რაც შეეხება სფეროებს სადაც ზრდა აღინიშნება, მათი სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - სექტორის ზომა 1 მილიარდი ლარი, ზრდა 4.7%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - სექტორის ზომა 180 მილიონი ლარი, ზრდა 6.4%;
  • განათლება - სექტორის ზომა 556 მილიონი ლარი, ზრდა 11.7%;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - სექტორის ზომა 490 მილიონი ლარი, ზრდა 14.3%;