მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშენებლობა განვადებით“ - მთავრობა სამშენებლო კომპანიებს ახალ პროგრამას მიმდინარე კვირას წარუდგენს

62416ba1ba48c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.22 12:15
1386
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მშენებელ კომპანიებს გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის პაკეტი წარედგინებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობა აპრილიდან დასაქმების პროგრამაზე ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს, რითიც ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩემი დავალების მიხედვით, ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება მშენებელ კომპანიებს. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ამ გამოწვევების, კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში. ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ. გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.