„ბალავარი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ბესო თავბერიძე ამბობს, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისთვის აუცილებელია, ამოქმედდეს ინდექსაციის მოდელი, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება (ან გაიაფება) და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი „ბალავარი“ სახელმწიფო პროექტში „მშენებლობა განვადებით“ ჩართვის აზრს ვერ ხედავენ.
როგორც BMG-თან საუბრისას თავბერიძემ აღნიშნა პროექტის ფარგლებში მშენებლობა გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში უჯდება სახელმწიფოს.
„დიდი თხოვნა გვაქვს მთავრობასთან, რათა მოვერგოთ ახალ რეალობას, რომელიც 3-4 თვის წინანდელთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ვთხოვოთ, რომ უკვე მოგებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაკეთდეს ინდექსაცია, რათა შევძლოთ არათუ მოგებაზე გასვლა, არამედ მათი დასრულება მაინც. ფასების გაძვირებამ მთლიანად შეჭამა მოგების პროცენტი, ჩვენ აღარ ვითხოვთ მოგებას, გვინდა დავასრულოთ. არსებობს საქსტატი, ამოვიღოთ ფასები, რომელიც არის ბაზარზე და მოხდეს ამის მიხედვით ინდექსაცია.
იმდენად იცვლება ფასები, რომ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ვთხოვთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აცხადებენ ტენდერებს, რომ გადახედონ ფასთა წარმოქმნას და ისე გამოაცხადონ შესყიდვა. ვიცი, რომ რამდენიმე ორგანიზაციას ჩაუვარდა ტენდერი - ისეთი ფასები იყო დაფიქსირებული, რომ არცერთს არ უღირს ამ პროექტებში შესვლა.
რეალური ფასი თუ იქნება ახალ პროექტში, ცხადია ვაპირებთ მონაწილეობას, მივესალმებით. ჩათვალეთ კრიზისულ პერიოდში ამხელა თანხის ეკონომიკაში ჩაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. ბანკის პროცენტი არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული, ამიტომ ყველა ვარიანტში მშენებლობა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ჩვეულებრივად“ - აცხადებს თავბერიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს