მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშენებლობა განვადებით“ - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი პროექტით?

62616d9750938
თათია ჩაფიჩაძე
22.04.22 10:43
1004
„ბალავარი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ბესო თავბერიძე ამბობს, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისთვის აუცილებელია, ამოქმედდეს ინდექსაციის მოდელი, რომლის  არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება (ან გაიაფება) და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი „ბალავარი“ სახელმწიფო პროექტში „მშენებლობა განვადებით“  ჩართვის აზრს ვერ ხედავენ.

როგორც BMG-თან საუბრისას თავბერიძემ აღნიშნა პროექტის ფარგლებში მშენებლობა გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში უჯდება სახელმწიფოს.

„დიდი თხოვნა გვაქვს მთავრობასთან, რათა მოვერგოთ ახალ რეალობას, რომელიც 3-4 თვის წინანდელთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ვთხოვოთ, რომ უკვე მოგებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაკეთდეს ინდექსაცია, რათა შევძლოთ არათუ მოგებაზე გასვლა, არამედ მათი დასრულება მაინც. ფასების გაძვირებამ მთლიანად შეჭამა მოგების პროცენტი, ჩვენ აღარ ვითხოვთ მოგებას, გვინდა დავასრულოთ. არსებობს საქსტატი, ამოვიღოთ ფასები, რომელიც არის ბაზარზე და მოხდეს ამის მიხედვით ინდექსაცია.

იმდენად იცვლება ფასები, რომ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ვთხოვთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აცხადებენ ტენდერებს, რომ გადახედონ ფასთა წარმოქმნას და ისე გამოაცხადონ შესყიდვა. ვიცი, რომ რამდენიმე ორგანიზაციას ჩაუვარდა ტენდერი - ისეთი ფასები იყო დაფიქსირებული, რომ არცერთს არ უღირს ამ პროექტებში შესვლა.

რეალური ფასი თუ იქნება ახალ პროექტში, ცხადია ვაპირებთ მონაწილეობას, მივესალმებით. ჩათვალეთ კრიზისულ პერიოდში ამხელა თანხის ეკონომიკაში ჩაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. ბანკის პროცენტი არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული, ამიტომ ყველა ვარიანტში მშენებლობა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ჩვეულებრივად“ - აცხადებს თავბერიძე.