მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა

63c14fc2cd3e9
მარიამ ვარადაშვილი
13.01.23 15:23
7155

საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი დაამტკიცა.

შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

რაც შეეხება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებს, მთავრობის დადგენილებით, ამ სიაში რჩება: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები; ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა, ბუნებრივი გაზის განაწილება და გადაცემის საქმიანობა, ასევე გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს: ჰიდრომეტეოროლოგიას; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი სრულად შეგიძლია ნახოთ აქ. დადგენილება 2023 წლის იანვრიდან არის ძალაში.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი სრულად შეგიძლია ნახოთ აქ.