მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობები საბჭოთა სტანდარტით მიდის, ევროპული ამ დრომდე ვერ დაინერგა - ასოციაცია

616efe176bbb6
თამთა ჯიჯავაძე
19.10.21 23:40
1269
საქართველოში მშენებლობა იმ სტანდარტებით მიმდინარეობს, რომელიც ფაქტობრივად ძველ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა საბახტარიშვილმა განაცხადა.

„ეს არის საბჭოური „სნიპები“, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედია, იმიტომ რომ არ გვაქვს ეროვნული სტანდარტი და ამ დრომდე არ მოხდა ევროპული სტანდარტის იმპლემენტაცია, რაც მოსალოდნელია კიდეც. თუმცა ის ტემპი, რაც სასურველი იყო, ჯერ ვერ ავკრიფეთ.

ევროპული სტანდარტი, რომელთა შემოღება იგეგმება, 10 ევროკოდისგან შედგება, მათი თარგმნა, ჩვენი ინფორმაციით, უკვე დასრულებულია. შემდგომში უნდა მოხდეს მათი რეგისტრაცია და უკვე სექტორმა დაიწყოს ამის პროექტირება. ეს აბსოლუტურად ყველა სპექტრს მოიცავს, ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოებასთან კავშირში, ეს ეხება მდგრადობას, სეისმომედეგობას და სხვა“, - განაცხადა „საქმის კურსში“ ანა საბახტარიშვილმა.

მისივე თქმით, მოცემული სექტორი სტრატეგიის გარეშე ვითარდება, - „ბოლო წლებია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვერ ვხედავთ საით უნდა განვვითარდეთ, რა სტანდარტებით მოხდება მომავალში მშენებლობა და ა.შ“, - აღნიშნა მან.