მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშობელი ბაღის შენობაში ვერ შევა - რა წესებით იმუშავებენ საბავშვო ბაღები?

5f461e5dcd3e6
ინგა მურუსიძე
26.08.20 12:40
13727
"სახლიდან ბაღში სათამაშოების მიტანა აიკრძალება", - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ბაღების ფუნქციონირება 1 ოქტომბრიდან აღდგება და დარჩენილია ბოლო დეტალები, რომელზეც ბიზნეს ომბუდსმენის ჩართულობით, სექტორთან შეთანხმება მოხდება.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექცია იწყებს სკოლების და ბაღების სრულ შემოწმებას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, ისინი ფუნქციონირების განახლებას შეძლებენ.

„ბაღებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აიკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში. ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელმა უნდა მიიღოს ბავშვი და განახორციელოს შესაბამისი პროცედურები. ასევე, უნდა გამოიყოს სპეციალური იზოლირებული ოთახი და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, უნდა განთავსდეს იმ ოთახში.

ბაღის პერსონალს და ძიძებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვებთან. გარდა ამისა, შეზღუდვა წესდება ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელმა 10 წუთით ადრე უნდა დაურეკოს აღმზრდელს, რომელიც ბავშვს გაიყვანს ეზოში. ამასთან, ჭურჭლის რეცხვაზე სპეციალური პროტოკოლი იქნება. იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და ასევე, იმ სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექცია რთული ან შეუძლებელია. ჭურჭლის რეცხვა უნდა მოხდეს 37 გრადუს ტემპერატურაზე. გაშრობასაც სპეციალური პროტოკოლი აქვს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.