მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშპ-ს 5%-იანი ზრდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ფონზე მაღალი მაჩვენებელია"

5d93408ab8dc8
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.19 18:13
1111
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მომდევნო წელს დაგეგმილ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას რეალისტურად აფასებს. მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს იძლევა ბოლო 2 თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ივლისსა და აგვისტოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 6% იყო.

მისივე თქმით, ეკონომიკის 5%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის ფონზე, როდესაც მთავარ სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 0.1% შეადგინა.

“ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს ნავარაუდევია 5%-ის ფარგლებში, აღნიშნული პროგნოზი ჯერ კიდევ წინა წელს გვქონდა. აღნიშნული პროგნოზი ემთხვევა სავალუტო ფონდის პროგნოზსაც. გასული პერიოდის ეკონომიკურ ზრდაზე დაყრდნობით(6,1% იყო ივლისში, 5,8% იყო აგვისტოში) ეს მაღალი ეკონომიკური ზრდები არ გვაძლევს იმის ეკონომიკურ საფუძველს, რომ გადავხედოთ ამ მონაცემს.

ჩემი აზრით, 5% არის ძალიან მაღალი მაჩვენებლი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 0.1%. ამ პერიოდში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე და ეს 5% მაღალი მაჩვენებელია”,- აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა ჩადებული.