მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება

5dcead792d3ad
BM.GE
15.11.19 17:49
1254
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს დავაკავშირეთ გვირაბით, რომელიც იქნება საფეხმავლო. ადრე თუ კიბეებით უნდა ამოსულიყავი ერთი ბაღიდან, გადაგეკვეთა გზა და ჩასულიყავი დედაენის ბაღში, ახლა დაკავშირება გვირაბით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული: ქვედა ფენები მოწყობილი იქნება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი, ხოლო დეკემბრის ბოლოს იგეგმება მთლიანად სამუშაოების დასრულება. ამჟამად, ზაარბრიუკენის ხიდის მოწესრიგება მიმდინარეობს გარედან, ფილები იყო დაზიანებული. რაც შეეხება დენდროლოგიურ პროექტს, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანია, ზურა შევარდნაძე და კომპანია „გარდენია“ გვეხმარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების გამგებლები - ზურაბ ჩიკვილაძე და დავით კირკიტაძე.