მსოფლიო ბანანის მასობრივი კრიზისის წინაშეა. როგორც ესპანური მედია წერს, მიზეზი კოლუმბიური ბანანის პლანტაციებში გავრცელებული ფუზარიუმის სახეობის სოკოა. მომაკვდინებელი სოკო, რომელიც ასევე „პანამური დავადების“ სახელითაა ცნობილი 175 ჰექტარ ფართობზეა მოდებული და ხილს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სპეციალისტების განცხადებით, სოკო ნიადაგში 30 წლის განმავლობაში რჩება და მცენარის ფესვებს სრულიად ანადგურებს. მომაკვდინებელი, შხამიანი სოკო Cavendish -ის სახეობის ბანანის პლანტაციებშია გავრცელებული, მსოფიო ბაზრებების 95 % - კი სწორედ ამ სახეობის ბანანს უკავია, ის შემოდის მათ შორის, საქართველოშიც.
კოლუმბიამ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. როგორც ექსპერტები განმარტავენ, იმისათვის, რომ შხამიანი სოკო განადგურდეს, დაავადებული ბანანის ხეები უნდა დაიწვას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, სოკოს დაავადება ბანანის სხვა სახეობაში გავრცელდა. "Gros Michel" იმ ბანანზე, (Cavendish) რომელიც დღეს იყიდება ევროპისა და მათ შორის საქართველოს ბაზარზეც, ბევრჯერ არომატული და გემრიელი იყო, თუმცა დაავადების გამო პლანტაციების გადაწვა გახდა აუცილებელი. შესაბამისად, სახეობა ფაქტობრივად გადაშენდა; ის ამ დროისთვის მხოლოდ კონგოსა და სენტ ლუსიას კუნძულებზე მოჰყავთ, რომლებიც მაშინ ეპიდემიას გადაურჩა. ახლა კი დაავადება მეორე სახოების ბანანს (Cavendish) აქვს, რომელსაც ასევე გადაშენება ემუქრება.
კოლუმბია ეკვადორის, კოსტა რიკისა და გვატემალის შემდეგ მსოფლიოში ბანანის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ბანანის პლანტაციები 50 ათას ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და სფეროში 30 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გასულ წელს ბანანის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კოლუმბიაში 895 მილიონი დოლარი შეადგინა.