მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი: 24 მილიონი ადამიანი ვერ გაექცევა სიღარიბეს

5e82fcd79463b
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 12:39
1136
მსოფლიო ბანკის (The World Bank) ახალი ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური ფინანსური გავლენა იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში 24 მილიონი ადამიანი ვერ გაექცევა სიღარიბეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტკივილი, როგორც ჩანს, გარდაუვალია ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, რომლებიც დამოკიდებულია კორონავირუსის გავლენისგან ყველაზე დაუცველ ინდუსტირებზე. მაგალითად, ტურიზმი - ტაილანდში ან წარმოება - ვიეტნამსა და კამბოჯაში.

მსოფლიო ბანკი ყველაზე ცუდი სცენარით ვარაუდობს, რომ თითქმის 35 მილიონი ადამიანი დარჩება სიღარიბეში, ხოლო შედარებთ უკეთესი სცენარით - 24 მილიონი ადამიანი.

WB პროგნოზირებს, რომ განვითარებადი აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2.1%-მდე შემცირდება, ნაცვლად 5.8%-იანი ეკონომიკურi ზრდისა, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა.