მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივის შესაფასებლად შექმნილ Doing Business-ის რეიტინგში რიგი ხარვეზებია ნაპოვნი, რომელთა გასწორებაზეც ბანკი მუშაობს. ხელახალი შეფასების პერიოდში ახალი ინდექსის გამოცემაზე მუშაობა დროებით შეჩერდება. ამასთანავე, გადაიხედება ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ინდექსები.
მსოფლიო ბანკი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არათავსებადია მონაცემები კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ხელახალ შეფასებას და სისტემურ გადახედვას დაექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი ინდექსის მიხედვით, საქართველო ამ რეიტინგის პირველ ათეულში შედის და 2020 წლის მდგომარეობით მეშვიდე ადგილს იკავებს.
The Wall Street Journal-ის თანახმად, ქვეყნები, რომლებთან მიმართებითაც სავარაუდოდ მონაცემების ხელახალი შეფასება მოხდება არის ჩინეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებმა უკანასკნელი ინდექსების განმავლობაში საკუთარი ადგილები საგრძნობლად გაიუმჯობესეს. მაგალითად, უკანასკნელ ინდექსში საუდის არაბეთმა საკუთარი პოზიცია მთელი 30 ადაგილით გაიუმჯობესა და 92-ე ადგილდან 62-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს კი მოხდა იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მიერ ეკონომიკური კანონმდებლობის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო შედარებით უმნიშვნელო, რათა ინდექსში ასეთი დაწინაურება გამოეწვია. საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი კი 2018 წლის ინდექსში 57-დან 25-ე ადგილამდე დაწინაურდა.
“ჩვენ მივმართეთ მსოფლიო ბანკის ჯგუფის შიდა აუდიტის სამსახურს, რათა შეფასდეს ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების პროცესი და დამატებით განისაზღვროს ამ ინფორმაციის სანდოობის კონტროლის მექანიზმები,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება