მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები გენდერული თანასწორობის ზრდისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ქალები მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აწყდებიან კანონებით და რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ზღუდავენ მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამასთან, COVID-19-ის პანდემიაც ახალ გამოწვევას უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიუთითებს, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმები ნელი და არათანაბარი აღმოჩნდა ბევრ რეგიონში. საშუალოდ, ქალებს ეკუთვნით მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი. ქალები პანდემიამდეც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახელმწიფოების ინიციატივები COVID-19-ის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ ბუფერის შექმნის თვალსაზრისით, ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო.
“ქალები სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი ეკონომიკაში იმისათვის, რომ უკეთესი შედეგები იქნეს მიღწეული განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით: “ბევრ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთ სახელმწიფოში აღინიშნება პრობლემური უკუსვლა, მათ შორისაა ქალებისთვის მგზავრობის შეზღუდვა მამაკაცი მეურვის ნებართვის გარეშე. ამ პანდემიამ გაამწვავა არსებული უთანასწორობა, რომელიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს გოგონებსა და ქალებს სკოლასთან წვდომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ჩათვლით. ქალები ასევე დგანან გაზრდილი ოჯახური ძალადობის და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე. ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე წვდომა ფინანსებზე და მემკვიდრეობის უფლებებზე, როგორც მამაკაცებს და უნდა იყვნენ ჩვენი ყურადღების ცენტრში COVID-19 -ის პანდემიისგან ინკლუზიური და მდგრადი აღდგენის პროცესში.“
ანგარიშის თანახმად, 27-მა ქვეყანამ პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგიონსა და შემოსავლის ჯგუფში აამოქმედა რეფორმები ყველა სფეროში და გაზარდა სანიმუშო პრაქტიკის გამოყენება კანონმდებლობაში წლის განმავლობაში 45 შემთხვევაში. რეფორმების უდიდესი რაოდენობა უკავშირდება ანაზღაურების და ბავშვის მოვლის შესახებ კანონების შემოღებას ან ცვლილებას.
გარდა ამისა, რეფორმები ასევე საჭიროა ქალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სამუშაო ადგილების, დავალებების და სამუშაო საათების თვალსაზრისით, რის გამოც ქალებს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უკავიათ. 100 ქვეყნის კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, რომ ქალები და მამაკაცები იგივე ანაზღაურებას იღებდნენ ერთნაირი ღირებულების მქონე სამუშაოსთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი