მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი კენიას $50 მილიონს გამოუყოფს პანდემიასთან საბრძოლველად

5e872c72c131a
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.20 20:20
906
მსოფლიო ბანკის ჯგუფის (The World Bank Group) დირექტორთა საბჭომ დღეს დაადასტურა, რომ კენიას 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფენ COVID-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში. ამის შესახებ africanews.com-ი წერს.

პროექტი უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ დაფინანსებას სამედიცინო სადიაგნოსტიკო მომსახურების, ასევე სამკურნალო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, საკარანტინე და საიზოლაციო სივრცეების მოწყობას.

”ეს პროგრამა ხელს შეუწყობს კენიას თავიდან აიცილოს COVID-19-ის საფრთხეები და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მოამზადოს სათანადოდ გაუმკლავდეს პანდემიას“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ოფიციალურ განცხადებაში.

ბანკის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება იგეგმება დაახლოებით 47 ქვეყანაში. პირველადი ბენეფიციარები იქნებიან ინფიცირებული პირები, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა, სამედიცინო და სასწრაფო დახმარების პერსონალი, სამედიცინო ობიექტები და ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოები.