04.მარტი .2020 11:12

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად $12 მილარდს გამოყოფს

views 194
უკან

World Bank-ი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია World Bank-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. 

ბანკი განმარტავს, რომ დახმარების მიზანია, ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს მიენიჭება. მათივე განმარტებით, პრიორიტეტული იქნება ის ქვეყნებიც, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

„ვინაიდან COVID-19-მა 60-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს წვდომას 12 მილიარდი დოლარის ოდენობის საწყის პაკეტზე,  როგორც გადაუდებელი დახმარება გლობალური ეპიდემიის სამედიცინო და ეკონომიკური შედეგების გადალახვის მიზნით. აღნიშნული დაფინანსება სახელმწიფოებს დაეხმარება ეფექტური ზომები მიიღონ და სადაც შესაძლებელია, შეამსუბუქონ შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 93,191 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3,203 აღწევს; გამოჯანმრთელებულია 50,984 პაციენტი.