მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი მზად არის ლიბანს ფინანსური დახმარება გაუწიოს

5f2bc77c76982
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.20 14:40
839
მსოფლიო ბანკი (The World Bank Group) აცხადებს, რომ ბანკი მზად არის დახმარება გაუწიოს ლიბანს იმ ზარალისთვის, რაც ქვეყანას ბეირუთის პორტის აფეთქების შედეგად მიადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სასურველია არსებული ფინანსების გადათამაშება და ასევე დამატებითი რესურსების მოძიება, რათა მოხდეს ყველა დაზარალებულის დახმარება.

ბანკს ამ ეტაპზე ზუსტად არ აღუნიშნავს კონკრეტულად, რომელი რესურსის „გადასროლას“ აპირებს პორტის აფეთქებისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების დასაკომპენსირებად.

აღსანიშნავია, რომ მსოლფიო ბანკი ლიბანისთვის 40 მილიონი აშშ დოალრის გამოყოფას აპირებდა ივნისში ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბერუთში პორტის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 5,000 ადამიანი, ამასთანავე 250,000-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.