მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი: პანდემიის გამო 60 მლნ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება

5ec573d2eeb52
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 23:18
969
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში 60 მილიონ ადამიანს ემუქრება ექსტრემალური სიღარიბე. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზით 49 მილიონ ადამიანი იყო უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე.

"ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენამ და კარანტინმა მწვავედ დაარტყა განვითარებად ქვეყნებს", – განაცხადა მსოფლო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მალპასმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი პროგნოზირებს ღრმა რეცესიას და მსოფლიო ეკონომიკის 5%-ით შემცირებას.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი აფინანსებს საგანგებო პროგრამებს 100 ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც $160 მილიარდი დაიხარჯება 15 თვის მანძილზე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ამ 100 ქვეყნიდან 39 სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებია, ხოლო კიდევ ქვეყნების მესამედი კონფლიქტური ზონები, როგორიცაა მაგალითად ავღანეთი და ჰაიტი.

„იმისათვის რომ დავუბრუნდეთ ზრდას, ჩვენი მიზანია სწრაფი და მოქნილი პასუხის გაცემა, რათა გავუმკლავდეთ ჯანდაცვის საკითხებს, უზრუნველვყოთ ნაღდი ფული და სხვა მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ღარიბები, შევინარჩუნოთ კერძო სექტორი და გავაძლიეროთ ეკონომიკური მედეგობა და აღდგენა“, – განაცხადა მალპასმა.

2015 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 10%, ანუ 734 მილიონი ადამიანი იყო უკიდურეს სიღარიბეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები დღეში $1.90 -ზე ნაკლებს ხარჯავდნენ არსებობისთვის.

Forbes