კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საქართველოში მეწარმეობის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა. ეს რეკომენდაციები შეეხება როგორც საგადასახადო შეღავათებს, ასევე შრომის ბაზარზე კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების უპირატესობებს.
“ჩვენი შეფასებით, ეფექტიანია შემდეგი ხუთი რეკომენდაცია:
1) ეცადეთ რომ ბიზნესის ზომაზე მიბმული არ იყოს წახალისების და საგადასახადო შეღავათების პროგრამები. მაგალითად საფრანგეთსა და იაპონიაში იყო გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, რომ ზომის მიხედვით დადგენილი შეღავათების გამო ბიზნესები ზრდას არ ირჩევენ. მხოლოდ რაღაც დონემდე მიდიან, რის შემდეგაც აღარ იზრდებიან;
2) უნდა იყოს გარემო, რომელიც ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება. საქართველოში გაქვთ ამისთვის კარგი წინაპირობა და ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებთ;
3) ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა, რა მხრივაც საქართველო კარგად პოზიციონირებს ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე;
4) ჩვენი პროექტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ მიმართული.
5) ასევე ჩვენი პროექტი მიმართულია კვალიფიკაციისა და უნარების ამაღლებაზე, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი,”- აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის €85 მილიონის დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. მსოფლიო ბანკის პროგრამების უმეტესობისგან განსხვავებით, სადაც ძირითადი ბენეფიციარი მთავრობაა, ახალი პროგრამის ძირითად სამიზნეს კერძო სექტორი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით სესხის პროცენტის სუბსიდირებით, მიკროგრანტებითა და საკრედიტო საგარანტიო სისტემით ისარგებლებს.
სებასტიან მოლინეუსი "ანალიტიკას" ეთერში:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი