მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელებას ელის

5dd69af7bdcf7
BM.GE
21.11.19 18:24
1502
დღეს კავკასის რეგიონში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოს ეკონომიკის შესახებ ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია 2019 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს.

ზრდის შენელებას მსოფლიო ბანკი გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ხსნის. ამასთანავე, ნათქვამია, რომ გაზრდილია ბიზნესისა და მოსახლეობის ნეგატიური მოლოდინები. 

"ლარმა დოლართან მიმართებით ღირებულების 8% დაკარგა. წლიურ ჭრილში კი ლარი 11%-ით არის დოლართან მიმართებით გაუფასურებული. უკანასკნელ პერიოდში გაცვლითი კურსი 2.96-ის მიდამოებში არის დასტაბილურებული.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ლიმიტირებული ინტერვენციები ჩაატარა და ასევე შეამცირდა ბანკების უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები, ოქტომბერში. ოქტომბერში ლარმა სტაბილურობა აჩვენა, თუმცა წლიური გაუფასურება 10.5%-ია," - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.