01.ოქტომბერი .2022 17:51

მსოფლიო ბანკი უკრაინას, დამატებით $530 მლნ-ს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი უკრაინას, დამატებით $530 მლნ-ს გამოუყოფს
views 459
უკან

მსოფლიო ბანკი უკრაინას დახმარების სახით, დამატებით 530 მლნ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინისთვის დამატებით გამოყოფილი 530 მლნ დოლარი, ქვეყნის ხელისუფლებას გადაუდებელი საჭიროების საკითხების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის გამო შეექმნა.

„რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსება გაერთიანებული (500 მილიონი აშშ დოლარი) და დანიის სამეფოების (30 მილიონი აშშ დოლარი) მიერ მოწოდებული სესხის დროული გარანტიითაა უზრუნველყოფილია. დამატებითი დაფინანსება მობილიზებულია პროექტ „საჯარო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინის მდგრადი საჯარო ადმინისტრაციისთვის“ ფარგლებში. ეს პროექტი მუდმივ მხარდაჭერას უწევს მთავრობას ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობებში, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის მსოფლიო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად 13 მლრდ დოლარის დახმარების მობილიზება შეძლო. ამ თანხიდან 11 მლრდ დოლარის სრული მოცულობა უკვე გამოყოფილია, რამაც უკრაინას მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მომსახურების მიწოდებისა შესაძლებლობა და ომის შედეგად ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგების შემცირების შესაძლებლობა მისცა.

„ჩვენი უკანასკნელი ანალიზიდან ჩანს, რომ უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო გრძელვადიანი ხარჯები საკმაოდ დიდი მოცულობის არის, მოთხოვნა კი შემდგომი 3 წლის განმავლობაში 100 მლრდ დოლარს აღწევს. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი ომის ხანგრძლივობასთან ერთად გაიზრდება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპაში არუპ ბენერჯიმ.
მსოფლიო ბანკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დანიის სამხერდო და სამოქალაქო დახამრებამ, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერის ჩათვლით 533 მლნ ევროს შეადგენს.