მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი ყაზახეთისთვის 3 ახალი პროექტის დამტკიცებას განიხილავს

570f47bd869f8
BM.GE
14.04.16 11:33
1442
სააგენტო "ყაზინფორმის" ცნობით, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2016 წელს მსოფლიო ბანკმა შესაძლოა ქვეყანაში 3 ახალი პროექტი დაამტკიცოს, რომლის საერთო ღირებულებაც 1,3 მილიარდი დოლარი იქნება. პროექტების დამტკიცების შემთხვევაში ფინანსები მიმართული იქნება განათლების სფეროზე, სამედიცინო დაზღვევაზე და საგზაო ინფრასტრუქტურაზე.

მსოფლიო ბანკმა 1992 წლიდან დღემდე ყაზახეთში 6,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა. რესურსები მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის, ასევე საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების მოწესრიგებისთვის.