მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს ნავთობის ფასი 70%-ით გაიზრდება

617291b80eb60
ელენე გოგბერაშვილი
22.10.21 19:55
1813
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარს მიაღწევს, 2022 წელს კი 74 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ  მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

„2021 წელს მოსალოდნელია ნავთობის ფასი საშუალოდ 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე, რაც წარმოადგენს 70%-იან ზრდას. არსებული პროგნოზით, 2022 წელს ის ბარელზე 74 დოლარს მიაღწევს ნავთობზე მოთხოვნილების გაძლიერებისა და პანდემიამდე არსებულ დონემდე მიახლოების ფონზე“, - წერს მსოლფიო ბანკის განცხადებაზე დაყრდნობით საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირი.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ნავთობზე მოთხოვნილების გაზრდას, არის ნავთობის, როგორც ბუნებრივი აირის შემცვლელის გამოყენება.

საერთო ჯამში დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ენერგომატარებლებზე ფასები 2021 წლის მესამე კვარტალში  მკვეთრად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ის ამ ნიშნულზე 2022 წელსაც დარჩება.

"ეს გააძლიერებს ინფლაციურ ზეგავლენას მსოფლიოში და შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის ცვლილება ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყნებიდან ენერგომატარებლების ექსპორტიორ ქვეყნებში. ამავდროულად, მოსალოდნელია 2022 წლის მეორე ნახევარში ენერგომატარებლების ფასების კლება".

ინფორმაციისთვის: 2021 წლის 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონის სანავთობო ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობი ბარელზე  84,61 დოლარი ღირს.

ნიუ-იორკში კი York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 82,50 დოლარს შეადგენს.