მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია: როგორ გავუმკლავდეთ მომაკვდინებელ დაავადებებს

5e412fce98b50
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 16:55
906
ქრონიკული და არაინფექციური დაავადებების მატება გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 70 წლის ასაკამდე 15 მილიონი ადამიანი იღუპება ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და სიმსუქნე. ამის შესახებ The World Bank-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია.

როგორც მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის და კვების გლობალური დირექტორი ბატონი მუჰამედ პეტი აცხადებს, შემოსავლების დონის მიუხედავად, ქრონიკული და არაინფექციური დაავადებების მატება ყველა ქვეყანაში შეინიშნება.

"არაგადამდები დაავადებების მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ინვესტიციების ჩადება შეღავათიან, ხელმისაწვდომ პირველად ჯანდაცვაში“, - ამბობს პეტი.

როგორც ის აღნიშნავს, ფინანსური რესურსის მიმართვა პირველად ჯანდაცვაზე გამართლებულია როგორც - ეკონომიკური, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც, რადგან ხელმისაწვდომი ჯანდაცვა მსოფლიო მოსახლეობას მისცემს საშუალებას, ადრეულ პერიოდში გამოავლინოს ესა თუ ის დაავადება, რაც მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს და ხარჯების დაზოგვაშიც დაეხმარება.

სიმსივნესთან ერთად, ჭარბწონიანობა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული, საშიში, არაგადამდები დავადებაა მსოფლიოში. The World Bank-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ჭარბწონიანობა მაღალი სტატისტიკით არის წარმოდგენილი როგორც - მაღალშემოსავლიან განვითრებულ ქვეყნებში, ასევე საშუალო და დაბალგანვითარებად ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, 1975 წლის შემდეგ ჭარბწონიანობა თითქმის გასამმაგებულია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჭარბწონიანობა იწვევს მრავალ დაავადებას, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

The World Bank-ის ანგარიშის მიხედვით, ჭარბწონიანობა დაკავშირებულია ადამიანთა ცხოვრების წესის შეცვლასთან, ტკბილი პროდუქციის გაზრდილ მოხმარებასთან, შემცირებულ ფიზიკურ აქტივობასთან, რაც ტექნოლოგიურ განვითარებასაც უკავშირდება და ასევე, არაჯანსაღი საკვების გამოყენებასთან. ნავარაუდევია, რომ მსოფლიოს ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად შემდეგი 15 წლის განმავლობაში 7 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტის დახარჯვა მოუწევს.

როგორც ანგარიშშია მითითებული, მსოფლიო ბანკი ეხმარება მთავრობებს, როგორც - ფინანსურად, ასევე რჩევების დონეზე, გააძლიერონ თავიანთი ჯანდაცვის სისტემები და   რისკფაქტორების დადგენის  შესაძლებლობები შექმნან. მსოფლიო ბანკი მოუწოდებს ქვეყნებს, "შეინარჩუნონ ჯანმრთელი ადამიანური კაპიტალი".