მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

63be6d516ef54
გიორგი თოლორდავა
11.01.23 12:05
1031
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. World Bank-ის ვარაუდით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.0%-ით გაიზრდება, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზზე და 1.5 პპ-ით ნაკლები წინა წლის ივნისში გავრცელებულ გლობალურ პროგნოზზე.

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, მსოფლიო ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელად, 5.0%-იან ნიშნულზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დრამატულად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. WB-ის შეფასებით, 2023 წელს გლობალური მშპ-ის 1.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ნაცვლად 3%-ისა.

World Bank-ის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.

„ეს გასული 30 წლის რიგით მესამე ყველაზე ცუდი ზრდის შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, გლობალური ფინანსური კრიზისისა და კოვიდპანდემიის შემდეგ. გლობალური ეკონომიკური ზრდა იმდენადაა შენელებული, რომ მსოფლიო ახლა უკვე საკმაოდ ახლოსაა რეცესიასთან“, - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები