მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა - ირიგაციისა და მიწის პროექტი 75 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და მწვანე განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველი პროექტი 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციითვე, ორივე პროგრამა ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც წვლილს შეიტანენ საქართველოს მწვანე და მდგრად განვითარებაში.
„მოხარულნი ვართ, რომ ორივე ახალი პროექტი ფოკუსირებული იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამ პროექტების მეშვეობით ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ სტრუქტურული რეფორმების მხრივ ბოლო ეტაპის ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს დაეხმარება საშუალო შემოსავლის „ხაფანგის“ დაძლევასა და სახელმწიფო სტრუქტურების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში”,-განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
ბანკის ცნობითვე, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL Project) მეშვეობით გაუმჯობესდება სარწყავ და სადრენაჟე სერვისებთან წვდომა, რაც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას შეუწყობს ხელს. ამასთან, პროექტის მიზანია ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი დაგეგმვის განსახორციელებლად. პროექტის ძირითადი ბენეფიციარები ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები იქნებიან.
გარდა ამისა, სარგებელს მიიღებს სოფლის მოსახლეობაც, როგორც მიწის ადმინისტრირების უწყებების მხრიდან გაუმჯობესებული სერვისებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებით.
“მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკთან მტკიცე და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი დამტკიცდა. პროექტი მიმართული იქნება კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე და ხელს შეუწყობს ეროვნული ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების შესაძლებლობების განვითარებას, რითაც ის მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ფერმერებს”,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
“საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროექტი (DPO) შემუშავდა ქვეყნის მწვანე ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, ფისკალური რისკების შესამცირებლად და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასავითარებლად ქვეყანაში მიწასთან, წყალმომარაგებასთან და ფინანსურ სერვისებთან უკეთესი წვდომის უზრუნველსაყოფად. ეს არის პირველი ღონისძიება ბიუჯეტის მხარდაჭერის ორი ღონისძიებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობას დაეხმარება კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების, მათ შორის, ეკონომიკური, კლიმატური და სტრუქტურული პრობლემების დაძლევაში. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს შემდეგი დოკუმენტების მიღებასა და შესრულებას: ახალი კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ; გენდერული ასპექტებისა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში; ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია; განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა; და რეგლამენტი საქართველოს ტყის კოდექსის განსახორციელებლად. ფისკალური რისკების შემცირების მიზნით, პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების, ისევე როგორც კატასტროფების რისკის მართვის დაფინანსების გაუმჯობესებას”,-აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
მსოფლიო ბანკის თანახმად, ორივე დამტკიცებული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი კანონის მიღებას სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის შესახებ, სარწყავი წყლის ახალი სატარიფო სისტემის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დანერგვასა და მარეგულირებელ ცვლილებებს ელექტრონული ანგარიშსწორების წასახალისებლად, რაც ეროვნულ რეგულაციებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი