08.აპრილი .2021 14:37

მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი 2020 წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი 2020 წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა
views 265
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ამჟამად ერთი ტონა შაქრის ღირებულება $424 დოლარს შეადგენს, რაც შაქრის ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით 25%-ით მეტია.

შაქარი გაძვირებულია ადგილობრივ სასურსათო ქსელშიც. საქსტატის თანახმად, საქართველოს სავაჭრო ქსელებში 2021 წლის მარტში არსებული შაქრის ფასები 2020 წლის ფასებს 30.1%-ით აღემატება. შესაბამისად, შაქრის ფასების ზრდას ინფლაციაზე ნეგატიური გავლენა აქვს.

შაქრის საერთაშორისო ფასები კიდევ უფრო მაღალი იყო 2021 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში და ერთი ტონის ღირებულება $450-460 დოლარსაც შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ფასების ზრდის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ღირებულება მარტ-აპრილში იანვარ-თებერვალთან შედარებით შემცირებულია.

2020 წლის განმავლობაში საქართველომ $51.3 მილიონი დოლარის ღირებულების 143,207 ტონა შაქარი შეიძინა. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული შაქრის საშუალო ღირებულება $358 დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა