მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეკონომიკა გადალაგდება და საქართველომ ამით უნდა ისარგებლოს - გიორგი გოცაძე

5eb567d33ba87
ინგა მურუსიძე
08.05.20 19:45
1276
მსოფლიო ეკონომიკა გლობალურად გადალაგდება და ვფიქრობ, საქართველომ ამით უნდა ისარგებლოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკებმა გააანალიზეს, რომ რაღაც თემებით, 90%-ით ჩინეთის ეკონომიკაზე არიან მიბმულნი, რაც გლობალურ გადალაგებებს გამოიწვევს და ეს საქართველოს შესაძლებლობებს გაუხსნის. 

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც დაზარალდა და ტურიზმს ეხება, ამაზე ჩვენი ზემოქმედების მექანიზმები ძალიან მწირი გვაქვს. ჩვენ ვერ ვაიძულებთ სხვა ქვეყნის ვერც ერთ ტურისტს, ჩახტეს თვითმფრინავში და ჩამოვიდეს საქართველოში მაშინ, როცა ბევრ ქვეყანას ჩაკეტილი აქვს სივრცე როგორც უცხო ქვეყნის ტურისტებისთვის, ისე დაბრუნებული თავისი მოქალაქეებისთვის. ეს ნაწილი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და აქ მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭირა აზერბაიჯანს, თურექთს, რუსეთს, სომხეთს და ჩვენი ტურიზმის ნაკადი იყო სწორედ ის, რაც ჩაკეტილია ახლა.

ტურიზმთან დაკავშირებული ჩვენი ეკონომიკის ნაწილი არის ეკონომიკის 20% და აღმოჩნდა, რომ აქ უკვე სირთულე გვაქვს ამ ნაწილში. მე ასევე მგონია, რომ მსოფლიო ეკონომიკა გადალაგდება. მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკებმა გააანალიზეს, რომ რაღაც თემებით 90%-ით ჩინეთის ეკონომიკაზე არიან მიბმული, გამოიწვევს გლობალურ გადალაგებებს, მე ვფიქრობ, ეს საქართველოს გაუხსნის შესაძლებლობებს, თავისი მსოფლიო ეკონომიკური ხელშეკრულებით, რომელიც გაგვაჩნია ჩინეთთან, ეს ყველაფერი გამოიყენოს და მოიზიდოს ინვესტიციები, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ასე მნიშვნელოვნად ტურიზმზე არ ვიყოთ დამოკიდებული, რადგან თურმე საფრთხე გვემუქრება ნებისმიერი პანდემიის დროს", - განაცხადა გოცაძემ.