მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ცდილობს საავიაციო საწვავით გამოწველი ნახშირბადის გამოყოფა შეამციროს

5e295ac713d00
ნათია თაქთაქიშვილ
23.01.20 18:10
810
ბიზნეს საავიაციო კოალიცია მდგრადი საავიაციო საწვავისთვის (SAF), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) და ციურიხის აეროპორტი გამოვიდნენ ინიციატივით საავიაციო ემისიების შემცირების თაობაზე.

კერძო თვითმფრინავებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში დავოსს ეწვივნენ, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, ეკო საწვავს შესთავაზებენ. აღნიშნული საწვავი ხელმისაწვდომია ციურიხის აეროპორტში.

როგორც საერთაშორისო ბიზნეს საავიაციო საბჭო (IBAC) აცხადებს, თუკი ჩვეულებრივ საავიაციო საწვავს შეურევთ 30% ეკო-საწვავს, ნარევით შესაძლებელი ხდება ნახშირბადის გამოყოფის შემცირება დაახლოებით 18%-ით.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ავიაციაში ნახშირორჟანგის გამოყოფამ ზრდა 1990-იანი წლებიდან დაიწყო და პრობლება თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ავიაკომპანიები ცალკეული პროგრამების საფუძველზე უკვე იწყებენ ზრუნვას მის შემცირებაზე.