„საქართველოს ფოსტა“, როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, უერთდება მსოფლიო ფოსტის დღეს და მის აღსანიშნავად 9 ოქტომბერს მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
აქციით სარგებლობისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს, მთელი საქართველოს მასშტაბით ან ისარგებლოს გარე გამოყენების შემკრები საფოსტო ყუთებით.
„ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დავიცვათ და ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს ფოსტის თითოეულ თანამშრომელს ფოსტის საერთაშორისო დღე და ვუსურვო წარმატება“, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
ცნობისთვის: მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება, ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს.
„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებელს მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის