გერმანული ტექნოლოგიური გიგანტის, SAP-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრისტიან კლაინის შეფასებით მსოფლიო გლობალიზაციის ახალ ფაზაში შედის. ამის შესახებ კლაინმა „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, CNBC-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, ეს იმას გულისხმობს, რომ კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას გამძლე მიწოდების ჯაჭვების შექმნაზე და მდგრადობაზე გაამახვილებენ, რისთვისაც, ოპერაციებში თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს დანერგავენ.
„ჩემი შეფასებით, მსოფლიო გლობალიზაციის ახალ ფაზაში შედის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთები უარყოფითი იყო. ფულის დაბანდება ადამიანებს ახლაც უნდათ, მაგრამ საფუძვლიანად ფიქრობენ, ეს როგორ გააკეთონ. ავტომწარმოებლებს, რომლებიც მოგვმართავენ, გამძლე მიწოდების ჯაჭვების შექმნა სურთ, რომლებიც ბუნებრივი წიაღისეულიდან საბოლოო პროდუქტამდე იქნება გადაჭიმული. თუმცა, გარდა ამისა, მათ კარგად უნდა ესმოდეთ გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობითი პოლიტიკა, რადგან საერთო ჯამში, საჭიროა, როგორც გამძლეობა, ასევე მდგრადობა. ამ მიმართულებით, ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს ასრულებს“, - აღნიშნავს SAP-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, კრისტიან კლაინი CNBC-სთან საუბრისას.
ცხადია, გერმანული გიგანტის ხელმძღვანელმა კომპანიისა და გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის მომავალზეც ისაუბრა. კრისტიან კლაინის შეფასებით, მიმდინარე რელს გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრია ოპტიმისტურად უყურებს.
„ვხედავთ, რომ გლობალურ ეკონომიკაში სამუშაო ადგილები მცირდება, ხოლო კომპანიების ხელმძღვანელები ბიუჯეტის დახარჯვას მეტად ფრთხილად უდგებიან. თუმცა, როცა გვესმის, საუბარი გამძლე მიწოდების ჯაჭვების შექმნაზე და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინდუსტრიებს შორის ხიდების აგება, გამძლე მიწოდების ჯაჭვების შექმნა, პროცესში რეალური ინფორმაციის გამოყენება და მდგრადობის გაზომვა, სწორედ ტექნოლოგიის პრეროგატივაა. ამგვარად, ჩვენ, ვინც SAP-სა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიას წარმოვადგენთ, მომავალ წელს მეტად ოპტიმისტურად ვუყურებთ“, - განაცხადა კრისტიან კლაინმა CNBC-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გერმანული SAP-ი კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. დღევანდელი მონაცემებით, SAP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $136 მილიარდს აღემატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი