მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: ფრენებისა და ვაჭრობის შეწყვეტის რეკომენდაციას არ ვიძლევით

5e61fe3a3ffdb
ინგა მურუსიძე
06.03.20 11:42
1408
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფრენების და ვაჭრობის შეწყვეტის რეკომენდაციას არ იძლევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხადა.

ის დღეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ხვდება.

„კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. როგორც იცით, ეს ძირითადად ლოკალიზებული იყო ჩინეთში, თუმცა ახლა უკვე ევროპის ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. დღეს ვხვდებით საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ასევე, გარე პარტნიორებს იმისთვის, რომ განვიხილოთ, რა ხდება დღეს საქართველოში და რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ზოგადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ჩვენ გვაქვს ორი სცენარი, ერთი, როცა იმპორტირებული შემთხვევებს უდასტურდებათ კორონავირუსი და მეორე სცენარი არის, როცა ქვეყანაში შიგნით ხდება დაავადების გადაცემა. საქართველოში პირველი სცენარი ხორციელდება, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია გვაქვს, რომ უნდა იყოს ლაბორატორიული მზადყოფნა, ჯანდაცვის დაწესებულების მზაობა, სწორი კოორდინაცია, ხოლო რაც შეეხება ფრენების შეზღუდვასთან დაკავშრებულ რეკომენდაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ეტაპზე ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას, ჯერჯერობით, არ გასცემს, თუმცა შეიძლება ქვეყნებმა თავად გაატარონ დამატებითი ზომები“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

მისივე განმარტებით, ჯანმო ელოდება, რომ თუ რომელიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო რაიმე ზომებს გაატარებს, გადაწყვეტილება აუცილებლად დასაბუთებული იქნება.

სილვიუ დომენტემ იმედი გამოთქვა, რომ მკაცრი ზომების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება მოკლე ვადიანი იქნება.