მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიო მონეტარული შემსუბუქების გზით წავა...მგონია, ჩვენც ამ ტრენდში ჩავჯდებით"

5ea5374fd00b7
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 11:25
1887
არ გავაკეთებ პროგნოზს, ეროვნული ბანკი როგორ მოიქცევა, თუმცა, ერთ რამეს გეტყვით - ფაქტია, მსოფლიო ტენდენცია იქნება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა Forbes კვირაში სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ წამოუდგენია ფინანსთა მინისტრს კორონავირუსის პანდემიის და პოსტპანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკა და ხომ არ ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა დროებით მაინც დედოლარიცაზიის პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას?

მისი თქმით, უნდა ველოდოთ, რომ თითქმის ყველა ქვეყანა და ზოგადად მსოფლიო, მონეტარული შემსუბუქების გზით წავა.

“ეს გამოიხატება სხვადასხვა ინსტრუმენტში, ზოგი მეტად აგრესიულ გზას აირჩევს, ზოგი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით მართავს ამ პროცესს. აშშ გაცილებით აგრესიულად წავალ ალბათ, პირდაპირ გააკეთებს მათი სარეზერვო ბანკი ჩარევებს, ინექციებს... მგონი, პირველად ამერიკის ისტორიაში FED-ი(ფედერალური სარეზერვო სისტემა) აცხადებს მზადყოფნას, რომ რეალურ სექტორზე გააკეთებს ინექციებს. შესაბამისად, ეს ტენდენცია იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოში და მგონია, ჩვენც ამ ტრენდში ჩავჯდებით. არ მგონია ამის საწინააღმდეგოდ იმოძრაოს ჩვენმა მონეტარულომა პოლიტიკამ”,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.