18.იანვარი .2020 00:00

მსოფლიო ვალებში „იხრჩობა“

views 1083
უკან

მსოფლიოში ვალების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით რეკორდული დონე დაფიქსირდა. კერძოდ გლობალური ვალი, რომელიც შინამეურნეობების, ასევე მთავრობების და კომპანიების სესხებს მოიცავს, 2019 წლის მესამე კვარტალში 9 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 253 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იტყობინება.

მსოფლიოში ვალებიდან უმეტესი ნაწილი განვითარებულ ბაზრებსა და ქვეყნებზე მოდის, მათ შორის აშშ-სა და ევროპაზე.

ამასთან, CNN-ის ცნობით, ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად ახალი ზელანდია, შვეიცარია და ნორვეგია, იზრდება შინამეურნეობების ვალების დონე. განვითარებად ბაზრებზე ვალების დონე შედარებით დაბალია, და ჯამში 72 ტრილიონ დოლარს მოიცავს, თუმცა, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იტყობინება, ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება.
საინტერესოა ჩინეთიც ამ მხრივ, სადაც მშპ-სთან შეფარდებით ვალი 310%-ს აღწევს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია განვითარებად მსოფლიოში.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, მსგავსი მასობრივი ვალები მსოფლიოში, გლობალურ ეკონომიკას რისკის წინაშე აყენებს, მით უფრო იმიტომ რომ 2020 წელს ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.

„დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და ფინანსური პირობების შემსუბუქების გამო, ჩვენი აზრით, 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური ვალი ჯამში 257 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა