მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი, სადაც შობა უნდა გაატაროთ

5dc326032e657
BM.GE
07.11.19 00:25
8230
შობა შეიძლება ითქვას მსოფლიო დღესასწაულია, ვინაიდან იგი დედამიწის დიდ ნაწილში აღინიშნება. თუმცა, რამდენიმე ქალაქში შობის გატარება განსაკუთრებულად მიმზიდველია. სწორედ ამიტომაც თითქის ყოველ წელს ტურისტებს საშობაო არდადეგების გატარებას ქვემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში ურჩევენ:

1. ბეთლემი - შობა ამ ქალაქში თავისი ისტორიული და რელიგიური მიზეზების გამო უნდა გაატაროთ. პილიგრიმები შობას იესოს საფლავზე ხვდებიან. შობის ღამეს ბეთლემში მსოფლიოს არაერთი ქალაქიდან ათობით ათასი ადამიანი ჩადის.

2. სანტა-კლაუსის სოფელი ფინეთში - აქ ნამდვილი საშობაო განწყობა მთელი დეკემბრის და იანვრის განმავლობაში იგრძნობა. აქ თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ სანტას პარკს. მართალია ფინეთის ჩრდილოეთში საკმაოდ ცივა, თუმცა, ტურისტების განწყობაზე ეს უარყოფითად არ აისახება.

3. ნიუ-იორკი, აშშ - შობა ამ ქალაქში ნამდვილი სასწაულია. სწორედ ნიუ-იორკში არაერთი საშობაო ფილმია გადაღებული. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაძვის ხეც სწორედ აქ - როკფელერის ცენტრში იდგმება.

4. ბონდი-ბიჩი, ავსტრალია - აქ შობის გატარება ეგზოტიკურია. შობის პერიოდში ამ ქალაქში საკმაოდ ცხელა. ამიტომაც ტურისტები და ადგილობრივები მზეს ეფიცხებიან და ქვიშიან სანაპიროებზე ატარებენ დროს.

5. ვატიკანი - ვატიკანი ხომ კათოლიკური დედაქალაქია. ამიტომაც საშობაო წირვაზე დასწრება ყველა მორწმუნეს ოცნებაა. ვატიკანში განსაკუთრებულად ლამაზია საშობაო ცერემონიები.

6. დუბლინი, ირლანდია - დუბლინში განსაკუთრებული საშობაო ბაზრობა იხსნება. საშობაო დეკორაციები და ციგურებით სრიალი კი ამ დღესასწაულს ალამაზებს. ამ ქალაქში ვიზიტისას არ უნდა დაგავიწყდეთ წმინდა პეტრეს კათედრალის ნახვაც.

7. ნიურნბერგი, გერმანია - თუ საშობაო დეკორაციების ყიდვა გიყვართ, მაშინ ამ ქალაქს უნდა ეწვიოთ. ნიურნბერგში უზარმაზარი საშობაო ბაზრობა იმართება, სადაც დაახლოებით 180 სტენდია წარმოდგენილი.

8. ციურიხი, შვეიცარია - შვეიცარია ტკბილეულთან, მთებთან, თოვლთან და ლამაზ ბუნებასთან ასოცირდება. თუმცა, შობაც ლამაზია ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ციურიხში, სადაც ქალაქი საშობაოდ ულამაზესი დეკორაციებით ირთვება.

9. ტოკიო, იაპონია - შობა ტოკიოში განსაკუთრებული დღესასწაული არაა. ტრადიციულად ტოკიოში ახალი წლის ღამეს უფრო ზეიმობენ, თუმცა, საინტერესოა საშობაო დეკორაციები, რომლითაც ქალაქი ირთვება.

10. სან-ხუანი, პუერტო-რიკო - ამ ქალაქში შობას მხიარულად გაატარებთ, სალსას ცეკვის ყურებით დატკბებით და ქუჩაში სხვადასხვა ტრადიციულ საკვებს დააგემოვნებთ. სან-ხუანში შობის ღამე ნამდვილი სასწაულია.