კორონავირუსის გლობალური გავრცელების გამო, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე წამყავნი ინდექსები მცირდება. გასული ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ის წამყვანი Dow Jones-ის ინდექსი 12.4%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ, ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. მთლიანობაში ბოლო 7 სავაჭრო სესიის განმავლობაში, გლობალური ფინანსური ბაზრების დანაკარგი 4.3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული კლება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებსაც შეეხო. Fobres-ის შეფასებით, ყველაზე მეტად, $14.1 მილიარდი აშშ დოლარით, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება შემცირდა. შედეგად, მისი ქონება $113.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
კორონავირუსის გამო, ჩინეთისა და აზიის როგორც საწარმოო, ასევე ლოგისტიკური სიმძლავრეები მნიშვნელოვანი შემცირებით მუშაობენ. აღნიშნულის გამო, ათასობით დასახელების პროდუქციის წარმოება შეფერხდა, რაც მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ რითეილერის Amazon-ის მიწოდების ჯაჭვს რისკის ქვეშ აყენებს. ჯამურად, ბოლო შვიდ დღეში Amazon-ის აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა.
$9.8 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა, შედეგად მისი ქონება $80.3 მილიარდამდე შემცირდა. უორენ ბაფეტი აშშ-ის წამყვანი ავიაკომპანიების აქციებს ფლობს, კორონავირუსის საფრთხის გამო კი ამერიკულმა ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში American Airlines-ის აქციები 31.5%-ით, Alaska Air-ის აქციები კი 22.8%-ით დაეცა.
$8.9 მილიარდით შემცირდა Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება, რისი მიზეზიც, კორონავირუსის გამო, შანგჰაიში, ავტომწარმოებლის ახალი ქარხნის დროებით დაკეტვაა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ფინანსური ზარალი ასეთია:
1) ჯეფ ბეზოსი, Amazon-ი, ზარალი - 14.1 მილიარდი დოლარი;
2) უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway, ზარალი - 9,8 მილიარდი დოლარი;
3) ილონ მასკი, Tesla, ზარალი - 8,9 მილიარდი დოლარი;
4) მარკ ცუკერბერგი, Facebook, ზარალი - 8,5 მილიარდი დოლარი;
5) ლარი ელისონი, Oracle, ზარალი - 7,7 მილიარდი დოლარი;
6) ბერნარ არნო, LVMH, ზარალი - 7,4 მილიარდი დოლარი;
7) ლარი პეიჯი, Alphabet, ზარალი - 7,3 მილიარდი დოლარი;
8) სერგეი ბრინი, Alphabet, ზარალი - 7 მილიარდი დოლარი;
9) ბილ გეითსი, Microsoft, ზარალი - 6,6 მილიარდი დოლარი;
10) ამანსიო ორტეგა, ინდიტექსი, ზარალი - 6,1 მილიარდი დოლარი
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო