მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 10 წამყვანი კომპანია გლობალური საცალო გაყიდვებით

605216abd1dc1
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.21 23:20
612
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ 10 კომპანიას ასახელებს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი გლობალური საცვალო გაყიდვებიდან და ფრანჩაიზის ლიცენზიების გაცემიდან მიიღეს .

ანალიტიკური პლატფორმა აცხადებს, რომ ჩამონათვალის სათავეში Disney-ია, წელს პანდემიის მიუხედავად კომპანიამ 4.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ფრანჩაიზის ლიცენზიების გაცემით და საცალო გაყიდვებიდან, თუმცა აღნიშნული რიცხვი ბევრად ნაკლებია 2019 წელს დაფიქსირებულ შემოსავლებთან შედარებით. შარშანწინ კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Statista წერს, რომ საცალო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებით Disney-ის Meredith Corp-ი მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილზე Authentic Brand Group-ია, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის Nine West-ი, Forever 21-ი, Nautica, Juicy Couture, Aéropostale-ი და სხვა.

მსოფლიოს 10 წამყვანი კომპანია გლობალური საცალო გაყიდვებით 2019 წლის მიხედვით შემდეგია:

1. The Walt Disney Company - შემოსავალი 54.7 მილიარდი აშშ დოლარი
2. Meredith Corp. – შემოსავალი 26.5 მილიარდი აშშ
3. Authentic Brands Group – შემოსავალი 12.3 მილიარდი აშშ დოლარი
4. WarnerMedia – შემოსავალი 11 მილიარდი აშშ დოლარი
5. PVH Corp – შემოსავალი 10.6 მილიარდი აშშ დოლარი
6. Universal Brand Development – შემოსავალი 7.1 მილიარდი აშშ დოლარი
7. Hasbro – შემოსავალი 6.9 მილიარდი აშშ დოლარი
8. ViacomCBS - შემოსავალი 5.8 მილიარდი აშშ დოლარი
9. General Motors – შემოსავალი 4.6 მილიარდი აშშ დოლარი
10. Sanrio – შემოსავალი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი.