მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი

61a77fb9e7ae8
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.21 00:30
2460
The Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს წელს თელავივი იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს თელავივი მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო წამყვანი პოზიციები პარიზს, ციურიხს და ჰონკონგს ეკავა. თელავივის პირველ ადგილზე აღმოჩენას, ქვეყნის ძლიერ ეროვნულ ვალუტას უკავშირებენ.

რეიტინგს The Economist Intelligence Unit-ი ცხოვრების ხარჯების ინდექსზე დაყრდნობით ადგენს, ორგანიზაციამ 173 ქალაქზე მეტი შეისწავლა. მათი მონაცემებით, დაახლოებით 3.5%-იანი ფასების ზრდა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ფასები ყველაზე მეტად საწვავზეა გაზრდილი, რომლის მატებამაც დაახლოებით 21%-ი შეადგინა.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

1. თელავივი
2. პარიზი
3. სინგაპური
4. ციურიხი
5. ჰონკონგი
6. ნიუ-იორკი
7. ჟენევა
8. კოპენჰაგენი
9. ლოს-ანჯელესი
10. ოსაკა

აღსანიშნავია, რომ The Economist Intelligence Unit-ის რეიტინგის მიხედვით ყველაზე იაფი ქალაქის სტატუსს სირიის დედაქალაქი დამასკო ფლობს.