მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 154 ქვეყანაში რეცესიაა მოსალოდნელი - IMF-ის პროგნოზი თითოეული ქვეყნისთვის

5e9618448a096
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.20 00:20
2399
დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც IMF-ის წევრი 193 ქვეყნიდან 154-ში რეცესია არის მოსალოდნელი. ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. ევროზონის ქვეყნებში ვარდნა 7.5%-ით არის პროგნოზირებული, აშშ-ში 5.6%-ით, სამხრეთ ამერიკასა და ლათინურ ამერიკაში 5.2%-ით, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აფრიკაში კი 2.8%-ით. ვარდნაა მოსალოდნელი საქართველოს მეზობელ რუსეთშიც (-5.4%) და უკრაინაშიც (-7.7%), თავად საქართველოში კი ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი 3.99%-ს შეადგენს. მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის კი დადებითი ზრდა მხოლოდ ჩინეთში (+1.2%) და ინდოეთში (+1.9%) არის მოსალოდნელი.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვითვე, 2020 წელი 1930-იანი წლების "დიდი დეპრესიის" შემდეგ ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იქნება.