მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ცნობილი კომპანიები შემცირებული შემოსავლების გამო განგაშს ტეხენ

5e4e6d1819f52
ნათია თაქთაქიშვილი
20.02.20 23:30
807
მსოფლიოში ცნობილი კომპანიები კრონავირუსით გამოწვეული შემცირებული შემოსავლების გამო განგაშს ტეხენ. ამის შესახებ Business Insider-ი ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჯერად შემოსავლების კლების შესახებ AP Moller-Maersk-მა, Air France-KLM-მა და Foxconn-მა განაცხადეს.

მსოფლიოში ცნობილი გადამზიდავი კომპანია Maersk-ი აცხადებს, რომ ეპიდემია მათ შემოსავლებს მიმდინარე წლის განმავლობაში 4%-ით 5.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შეამცირებს.

ამასთან, ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Air France-KLM-ი აცხადებს, რომ კომპანიის საოპერაციო მოგება 216 მილიონ დოლარამდე შემცირდება თებერვალ-აპრილის პერიოდში.

Foxconn-ი - Apple's-ის ნაწილების ძირითადი მიმწოდებელი კი აღნიშნავს, რომ ვირუსი მათ წლიურ შემოსავლებს დიდ დარტყმას მიაყენებს. კომპანია იმედს იტოვებს, რომ ნორმალურ წარმოებას თვის ბოლოდან განაახლებს და საწარმოს 50%-ით დატვირთავას მაინც მოახერხებს.