მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს მასშტაბით Google შეფერხებით მუშაობს

5dfb4b4c5acf2
ნათია თაქთაქიშვილი
19.12.19 14:20
1624
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ Google-ის სერვისებზე წვდომა შეფერხებული აქვთ.

Google-ის გაუმართაობაზე მომხმარებლები ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ბალკანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩივიან. მომხმარებელთა უმეტესობა, ვინც Google-ით სარგებლობისას პრობლემის შესახებ Downdetector-ზე განაცხადა, წერს, რომ ვებგვერდზე ვერ შედის. აღნიშნულ საიტზე მსგავსი შინაარსის 5000-მდე კომენტარს შეხვდებით.

კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ და შესაბამისად რა გახდა Google-ის სერვისების გაუმართაობის მიზეზი ჯეჯრჯერობით უცნობი რჩება.