კორონავირუსული პანდემიის ფონზე, ევროპაში ზამთრის ტურისტული სეზონი წელს მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მაინც ჩავარდა.
დახურული, გაჩერებული და ცარიელია მთები საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. მათი გახსნა თებერვლამდე გადაიდო. დასაწყისში საბაგიროების გახსნა და სეზონის ამოქმედება 7 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა გამწვავებული ეპიდვითარების გამო, ადგილობრივმა მთავრობებმა, გახსნა თვის ბოლომდე გადადეს.
ბოლო მონაცემებით, მთის კურორტები მსოფლიოს 4 კონტინენტის მხოლოდ 31 ქვეყანაშია გახსნილი, მათ შორის: აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ მაროკოში. აზიაში ისვენებენ ადამიანები აზერბაიჯანის, ჩინეთის, იაპონიის, ყაზახეთის, პაკისტანისა და თურქეთის ზამთრის კურორტებზე.
რაც შეეხება ევროპას, ზამთრის სეზონი დაწყებულია ანდორაში, სომხეთში, ბელორუსში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ხორვატიაში, ესტონეთში, ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთიში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, უკრაინაში და საქართველოში, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებში ზოგან მუშაობს საბაგიროები, ზოგან არა და ამიტომაც ადამიანები საკუთარი ძალებით ახერხებენ სრიალს, რაც ბოლო პერიოდში ფატალურადაც დასრულდა. ჩრდილოეთ ამერიკაში კი დამსვენებლებს მასპინძლობს კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.
ავსტრიასა და შვეიცარიაში კურორტები დეკემბრის ბოლოს მართალია გაიხსნა, თუმცა შეზღუდულად და უმკაცრესი რეგულაციებით. მეტიც, შვეიცარიაში 22 იანვრამდე დახურულია კაფე/ბარები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სპორტდარბაზები. ხოლო ავსტრიაში, ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი ზრდის გამო, 24 იანვრამდე სრული ლოქდაუნია გამოცხადებული.
შვედეთი, რომელმაც პირველი ტალღის დროს უარი თქვა მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე, დღეს უკვე მოუწოდებს ადამიანებს სახლში დარჩენისკენ და არც ლოქდაუნს გამორიცხავენ, თუკი მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?