15.მარტი .2023 18:13

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ინფლაციაა

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ინფლაციაა
views 795
უკან

არგენტინაში თებერვალში ინფლაციის დონემ 102%-ს გადააჭარბა, რაც 1990-იანი წლების შემდგომ ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წლის განმავლობაში არგენტინაში საშუალოდ 76%-იანი ინფლაცია იქნება, რითიც მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იქნება. პირველ ადგილს კი ზიმბაბვე იკავებს, სადაც წელს 204%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. გასულ წელსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია ზიმბაბვეში იყო, რაც 284%-ს შეადგენდა.

მეორე ადგილს ვენესუელა იკავებს (195%), სადაც უკვე თითქმის ათი წელია ჰიპერინფლაციაა, მესამეს კი სუდანი (77%).

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამ მაჩვენებლით საქართველო ინფლაციის რეიტინგში რიგით 84-ე ადგილზე იქნება.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი 1.4%-იანი ინფლაცია წელს იაპონიაში არის მოსალოდნელი. დაბალი ინფლაციით გამოირჩევიან ასევე აფრიკული ქვეყნები ჯიბუტი (1.9%), ბურკინა ფასო (1.5%) და ბენინი (1.8%).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წლის განმავლობაში გლობალური ინფლაცია საშუალოდ 4.1% იქნება, რაც 2022 წლის მსოფლიო ინფლაციის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა