მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს რომელ ქალაქში ჯდება მშენებლობა ყველაზე ძვირი?

610012f0d17cf
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.21 22:20
965
ანალიტიკური პლატფორმა Statista საკონსულტაციო კომპანია Turner & Townsend International Construction Market Survey-ზე დაყრდნობით იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მშენებლობა ყველაზე ძვირი ჯდება.

პლატფორმა წერს, რომ კვლევამ დაახლოებით 45 ქვეყნის ბაზარი შეისწავლა, რომლის მიხედვითაც ერთი კვადრატული მეტრის აშენება ყველაზე ძვირი ტოკიოშია და ფასი დაახლოებით 4,002 აშშ დოლარს შეადგენს.

ჩამონათვალში მეორე ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს, სადაც 1 კვადრატული მეტრის მშენებლობა დაახლოებით 3,894 აშშ დოლარი ჯდება. მესამე და მეოთხე ადგილს სან-ფრანცისკო და ნიუ-იორკი იკავებენ.

TOP-8 ქალაქი, სადაც მშენებლობა ყველაზე ძვირი ჯდება:

ტოკიო - 4,002 აშშ დოლარი
ჰონგ-კონგი - 3,894 აშშ დოლარი
სან-ფრანცისკო - 3,720 აშშ დოლარი
ნიუ-იორკი - 3,511 აშშ დოლარი
ჟენევა - 3,478 აშშ დოლარი
ციურიხი - 3,375 აშშ დოლარი
ბოსტონი - 3,203 აშშ დოლარი
ლოს-ანჯელესი - 3,186 აშშ დოლარი.