03.ივლისი .2022 00:09

მსოფლიოს რომელი ქალაქია საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული? - The Global Liveability Index 2022

მსოფლიოს რომელი ქალაქია საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული? - The Global Liveability Index 2022
views 2194
უკან

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ, ვენა, Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად სახელდება.

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქმა ეს ტიტული სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემისა და კულტურისა და გართობის სფეროში მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო მიიღო. რეიტინგის ათეულში კი, ასევე სახელდება დასავლეთ ევროპის ქალაქები და მაგალითად, მეორე პოზიციას, კოპენჰაგენი იკავებს, მას კი ციურიხი, კანადური და კალგარი მოსდევს. ჩამონათვალში შედიან ასევე ვანკუვერი, ჟენევა ფრანკფურტი, ამსტერდამი, ტორონტო, ოსაკა და ბოლოს, ყველაზე კომფორტული ქალაქების ათეულს, მელბურნი ასრულებს.

ანუ ლიდერი პოზიციები ძირითადად იმ ქალაქებმა გადაინაწილეს, სადაც ცხოვრება პანდემიის შემდეგ შეძლებისდაგვარად ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მოახერხეს შეზღუდვების მაქსიმალურად შემსუბუქება. 

ქალაქებმა, რომლებიც პანდემიამდე რეიტინგში ლიდერობდნენ, ეტაპობრივად ასევე დაიბრუნეს ძველი პოზიციები და მაგალითად ვენა, რომელიც 2021 წლის რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე დაბრუნდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს რეიტინგის ავტორებმა კიევი სიაში არ შეიყვანეს. რაც შეეხება თავად რეიტინგის კრიტერიუმებს, ის ითვლის და აფასებს სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც იკვეთება, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები ველაზე კომფორტულად.

ანგარიში ასევე ასახავს გამოწვევებსაც სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარი კრიტერიუმები კი არის: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სიის ბოლო პოზიციებს დამასკო, ლაგოსი და ტრიპოლი ინაწილებენ, სადაც სოციალურ არეულობა, ტერორიზმი და კონფლიქტი, მძიმე და ხშრად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებს ქმნის ადგილობრივებისთვის.

რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი რეიტინგში 15 და 13 ადგილით ჩამოქვეითდნენ. ექსპერტები მათი პოზიციების კიდევ უფრო  გაუარესებას პროგნოზირებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა